ცნობილმა მექსიკელმა ნარკობარონმა გუსმანმა ციხის თანამშრომლებს სოლიდური გასამრჯელო გადაუხადა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. პოლიციამ ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი 50-მდე პირი უკვე დააკავა. მექსიკის ხელისუფლებამ ციხიდან მეორედ გაქცეული ნარკოკარტელის ლიდერის დასაკავებლად ჯილდოდ 3,8 მილიონი დოლარი დააწესა. გუსმანი, იგივე ელ ჩაპო ციხიდან 4 დღის წინ გვირაბის საშუალებით გაიქცა.