პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შს სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის თაობაზე კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ განაცხადა.
,,საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს შს სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ. ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის საწყისი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი და რეფორმები უახლოეს მომავალში სწრაფად და კარგად გააზრებულად უნდა განხორციელდეს", - განაცხადა კოჟორიძემ.