რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლი კარასინი პრაღაში ჟურნალისტებთან საუბრისას ბოლო დღებში მოხდარ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს, რომელიც მიმართულია რუსეთ-საქართელოს ურთიერთობის ნორმალიზაციის წინააღმდეგ.
„ჩემი აზრით, რაც ამ ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა არის პირდაპირი პროვოკაცია, მიმართული იმ კურსის წინაღმდეგ რომელიც ურთიერთობის ნორმალიზებას ითვალისწინებს. მე ჩემს აზრზე ვრჩები, ყვეალ სასაზღვრო ნიშნები რომელიც ადგილზე 8 აპრილამდე იყო აღადგინეს, მაგრამ აბრები ისევ ჩამოხსნეს. შესბამისად თბილისში მოქმედბენ ძალები რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეტის ფედერაციასთან, სამხრეთოსეთთან და აფხაზეთთან. ამ მიზნით ყველა შესაძლებლობას იყენებენ. საზღვრის გადაწევას ადგილი არ აქვს, ის თვაის ადგილზე რჩება”, _აცახდებს კარასინი.
გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ მას ქონდა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დავით დონდუასთან და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, კონსულტაციებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას უნდა მიმართოს.
,,ჩვენ ვისაუბრეთ ამ ინცინდენტზე, რადგან ის აფუჭებს ორმხრივი ურთიერთობების ატმოსფეროს საქართველოსთან. ამის გამო ძალიან შეშფოთებულები ვართ, მზად ვართ განმარტებები გავაკეთოთ, თუმცა გვესმის რომ ამ საკითხის ადრესატები ჩვენ არ ვართ, ეს კითხვა უნდა დაუსვათ სამხრეთ ოსეთს. საქართველო–სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები უნდა მოგვარდეს იმ საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში, რომლებიც სპეციალურად ამისთვისაა შექმნილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავის არაფერი არსად არ გადაუწევია. არსებობს ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც ამ დროისთვის წარმოადგენს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს. ის ზუსტად ისეთივე რჩება როგორიც იყო 20 წლის წინ და ყველა ნიშნები რომლებიც ჩნდება არის დასაბუთებული და არა მოგონილი. კიდევ ერთხელ არის საჭირო რუკების აღება და სამართლიანობის აღდგენა,“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა.