დონბასში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო მალაიზია საერთაშორისო ტრიბუნალის ჩატარებას მოითხოვს. შესაბამისი რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭოში უკვე შევიდა. საერთაშორისო ტრიბუნალის გამართვას მხარს კიდევ ოთხი ქვეყანა: უკრაინა, ავსტრალია, ბელგია და ჰოლანდია უჭერს. მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი დონბასელ სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასულ წელს ჩამოაგდეს, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. კიევი მომხდარში ამბოხებულებს ადანაშაულებს.