ირანთან მიღწეულ შეთანხმებას ნეგატიურად აფასებენ ამერიკელი კონგრესმენები. წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ჯონ ბაიერის თქმით, სანქციების მოხსნა ირანს კიდევ უფრო გაათამამებს და ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას მისცემს, სენატორი ლინდსი გრემი კი შეთანხმებას საშინელს უწოდებს და ირწმუნება, რომ თეირანთან გარიგება ახლო აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ანალოგიურ შეფასებას აკეთებს რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაქქეინიც, თუმცა კონგრესმენებს თეთრი სახლის ლიდერმა უკვე უპასუხა. ბარაქ ობამამ ღიად განაცხადა, რომ კონგრესის წინააღმდეგობა ირანის საკითხთან დაკავშირებით მისთვის მიუღებელია და მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს. თეირანთან შეთანხმება კონგრესმა 2 თვის ვადაში უნდა განიხილოს.