ნიუ-იორკში შექმნილი ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ფესვები“ საქართველოში პირველად იმყოფება და სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მართავს.
„ფესვებმა“ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტი თბილისში უკვე ჩაატარა. დღეს ანსამბლის წევრები ქუთაისს ეწვევიან, ხოლო 16 ივლისს მათი კონცერტი ბათუმშია დაგეგმილი.
ანსამბლი, რომლის ხელძღვანელებიც ქართველი ემიგრანტები ვანო გოდერძიშვილი და შორენა ბარბაქაძე არიან, დაარსებიდან 15 წელზე მეტს ითვლის. .,,ფესვები ‘’ ამერიკაში დაბადებული ქართველი და ასევე, არაქართველი ბავშვებისაგანაც შედგება.
ანსამბლი „ფესვები“ მომავალ წელს საქართველოს ყველა ქალაქში კონცერტების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს.