მექსიკის პოლიციამ ალტიპლანოს ციხის 50-მდე თანამშრომელი დააპატიმრა. ამის მიზეზი სასჯელთაღსრულების დაწესებულებიდან ცნობილი ნარკობარონის, ხოაკინ გუსმან ლოერას გაქცევა გაxდა. ალტიპლანოს ციხე მექსიკაში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ საპატიმროდ ითვლება, თუმცა გუსმანმა, იგივე ელ ჩაპომ ციხიდან გაღწევა გვირაბის საშუალებით შეძლო. დაკავებულთა შორის ციხის უფროსიცაა. პოლიცია ეჭვობს, რომ ნარკობაროვმა ციხის თანამშრომელთა დაშინება და მოსყიდვა შეძლო.