ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერებიც იმსახურებენ. სამხედრო სამსახურში სქესშეცვლილთა მიღების შესახებ კანონპროექტის მომზადება თავდაცვის მდივანმა შესაბამის დეპარტამენტებს უკვე დაავალა. ეშტონ კარტერის განკარგულებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც კანონპროექტი უახლოეს ხანებში უნდა მოამზადოს. პენტაგონის შეფის თქმით, წესები, რომელიც ტრანსგერდერებს არმიაში მსახურობას უკრძალავდა, მოძველებულია და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს.