პროექტ „ზაფხულის კინოსკოლის“ ფარგლებში, კინოსპეციალისტები საქართველოს ძნელად მისადგომ 30 სოფელსა და საზღვრისპირა დასახლებებს ესტუმრებიან.
სადაც სკოლების ბაზაზე, 2 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად გამართავენ მსოფლიო და ქართული კინოკლასიკისა და თანამედროვე ქართული ფილმების ჩვენებებს, მოაწყობენ დისკუსიებს ფილმების შესახებ. კინოსპეციალისტები ბავშვებს ფილმის შექმნის სპეციფიკას გააცნობენ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს გადააღებინებენ. ამასთანავე დაგეგმილია ცნობილი ქართველი რეჟისორების შეხვედრები ბავშვებთან. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდებიან ზაზა ურუშაძეს, გიორგი ოვაშვილსა და ლევან თუთბერიძეს და თავად დაუსვამენ კითხვებს მათი ფილმების შესახებ.
პეოექტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 15 ივლისიდან, ამოქმედდება.