საქართველოს პრემიერ–მინისტრი ჩრდილოეთ ამერიკის ებრაელთა ფედერაციების წარმომადგენელთა დელეგაციას სამუშაო ვახშამზე შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. ჩრდილოეთ ამერიკის ებრაელთა ფედერაციების წარმომადგენელთა დელეგაციის წევრებმა პრემიერ–მინისტრს სამახსოვრო საჩუქარიც გადასცეს.