უკრაინის უშიშროების სამსახურმა მემარჯვენე სექტორის ორი მებრძოლი დააკავა. რადიკალური დაჯგუფების მებრძოლები მუკაჩევოს ინციდენტში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილები. დაკავებისას ისინი შეიარაღებულნი იყვნენ. სპეცოპერაციის სხვა დეტალები უცნობია. მოგვიანებით მემარჯვენე სექტორის ერთ-ერთმა მეთაურმა ანდრეი სტემპიცკიმ განაცხადა, რომ მისი მებრძოლები სამართალდალცავებს თავად ჩაბარდნენ. დაჯგუფების მებრძოლთა დაპატიმრება უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქალაქ მუკაჩევოსთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყეს. მემარჯვენე სექტორის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებისას მუკაჩევოში ორი ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაიჭრა.