საბერძნეთის პროფკავშირები ქვეყნის მოსახლეობას მასობრივი საპროტესტო აქციებისა და გაფიცვებისკენ მოუწოდებს. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები პარლამენტთან ხვალისთვის იგეგმება, როდესაც საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანო ეკონომიკური რეფორმების პაკეტის დამტკიცებას უყრის კენჭს. პროფკავშირები ხელისუფლებას მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს და სახელმწიფო სექტორის პარალიზებით იმუქრება.