პანკისის ხეობაში ვითარების ადგილზე შესასწავლად მყოფი მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხეობაში სრული სიმშვიდეა.
მონიტორინგის ჯგუფი პანკისის ხეობაში დღეს დილით გაემგზავრა. მონიტორინგის ჯგუფში შედიან დიპლომატები, ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ექსპერტები.
"სრულიად ცალსახაა, რომ ხეობაში არანაირი ნიშანიუ რაიმე ტიპის დაძაბულობის, ან მითუმეტეს, საეჭვო გადაადგილების, არ არსებობს, ანუ ჩვენ რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ტყუილს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ", _ განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ.