23 რუსი სამხედრო დაიღუპა ომსკის მახლობლად, სამხედრო ყაზარმის შენობის ჩამონგრევის შედეგად. სულ ნანგრევების ქვეშ 42 ადამიანი მოყვა.
შენობა გუშინ საღამოს ჩამოინგრა, როდესაც ყაზარმაში 337 სამხედრო იმყოფებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაიწყო. შენობა ერთი წლის წინ კერძო კომპანიამ გაარემონტა.