საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილობითი დადასტურება ვიზიტის გადადების თაობაზე, ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე საუბარია ვიზიტის გარკვეული ვადით გადადებაზე და ამჟამად დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს”, _ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცახდებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში გაუქმებულია. ამის შესახებ, ინფორმაციას ,,რუსთავი-2” დონალდ ტუსკის პრესსამსახირზე დაყრდნობით ავრცელებს. ვიზიტის გადადების მიზეზად საბერძნეთთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები სახელდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ხვალ ელოდებოდნენ.