ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში გაუქმებულია. ამის შესახებ, ინფორმაციას ,,რუსთავი-2” დონალდ ტუსკის პრესსამსახირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიზიტის გადადების მიზეზად, საბერძნეთთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ხვალ ელოდებოდნენ.