საბერძნეთთან დაკავშირებით ევროზონის ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს. "ბიბისის" ინფორმაციით, 20 საათიანი მოლაპარაკების შედეგად, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ შეთანხმებას მხარეებმა ერთსულოვნად მიაღწიეს.
"ევროსამიტმა ერთსულოვნად მიაღწია შეთანხმებას. ყველაფერი მზად არის საბერძნეთის დახმარების პროგრამისთვის სერიოზულ რეფორმებთან და ფინანსურ დახმარებასთან ერთად", - დაწერა დონალდ ტუსკმა "ტვიტერზე".
"როგორც ჩანს, გარიგება შედგა", - ასე გამოეხმაურა მიღწეულ შეთანხმებას კვიპროსის მთავრობის წარმომადგენელი "ტვიტერზე".