ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მხარეებმა შესაძლოა დღეს მიაღწიონ. ამის შესახებ სააგენტო “ასოშიეიდედ პრესი” იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ექვსეული თეირანთან ბოლო დეტალებს ათანხმებს. წინასწარ შეთანხმებას მხარეებმა ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგად აპრილში მიაღწიეს. ირანი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და ქვეყნიდან ურანის მარაგის გატანას დათანხმდა.