მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქაბულის ცენტრალური რაიონი გახდა. დანაღმული ავტომანქანა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, ამერიკის საკონსულოსთან აფეთქდა. ტერაქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.