ევროსაბჭოს პრეზიდენტი ხვალ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ჩამოფრინდება. დონალდ ტუსკი საქართველოს პრეზიდენტს პირისპირ შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 15 ივლისს ევროსაბჭოს პრეზდენტი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში გამართავს. სამდღიანი ვიზიტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის ეგიდით საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტთან შეხვედრით დასრულდება.