რუსეთის საუკუპაციო ძალების მიერ ქართულ სოფლებში ე.წ. ,,საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განთავსების საკითხს ქართული მხარე აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორამტში დააყენებს. მოლაპარაკების მორიგი რაუნდი პრაღაში 15 ივლისს გაიმართება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტირს სპეციალური წარმოადმგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართლ მხარეს ასევე აინტერესებს, აპირებს თუ არა რუსეთი 2011 წელს საბაჟო მონიტორინგის შესახებ გაფორმებული ხელშკერულების შესრულებას, რომლის თანახმადაც, შვეიცარიული კომპანია ორ ქვეყანას შორის საბაჟო მონიტორინგს განახორციელებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების გათავისუფლება, რომლებიც რუსეთში მრავალწლიან სასჯელს იხდიან.