საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში შექმნილ ვითარებაზე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმსჯელებენ. უწყების წარმოადმგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდებიან და ოკუპირებულ სოფლებში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად გააცნობენ. ეს საკითხი იქნება განხილვის მთავარი თემა ევროსაბჭოს პრეზიდენტთანაც. Dდონალდ ტუსკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ხვალ ეწვევა. 11 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა რამდენიმე ჰექტარი და "ბაქო-სუფსის" მილსადენის გარკვეული ნაწილი.