სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთები გაყიდულია. ვაკის პარკში ბარსელონა-სევიალიას მატჩის შესაძენად რიგები მთელი ღამის განმავლობაში იდგა. ფეხბურთის გულშემატკივართათვის სალარო დაახლოებით დილის 5 საათზე დაიხურა. სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს დილის 9 საათიდან დაიწყო, თუმცა გულშემატკივრებმა სპეციალური ჯგუფები ჯერ კიდევ წინა დღით საკუთარი ინიციატივით შექმნეს. თითოეულ ჯგუფში 50 კაცი გაწვრიანდა. ყველა მათგანს მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეეძლო. საბოლოოდ გაირკვა, რომ 110 ჯგუფიდან სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთი მხოლოდ 80-მა მოიპოვა. დანარჩენებმა კი გვიან ღამით პროტესტის ნიშნად ფეხბურთის ფედერაციასთან გადაინაცვლეს.