საბერძნეთი ჯერ კიდევ ევროზონაში რჩება. დასავლური მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევროზონის წევრი 19 ქვეყნის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტზე უკვე მიიღეს, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ასევე ცნობილი ხდება ის მოთხოვნები, რომელსაც ევროკავშირი ათენს ევროზონაში დარჩენის სანაცვლოდ უყენებს. იმისათვის, რომ მესამე ფინანსური ტრანში მიიღოს და ევროზონის დატოვებას გადაურჩეს, საბერძნეთის პარლამენტმა 15 ივლისამდე რეფორმების პაკეტი უნდა დაამტკიცოს, ამბიციური შრომითი და საპენსიო რეფორმა უნდა გაატაროს, 50 მილიარდის ღირებულების აქტივები უცხოურ ფონდებში უნდა გადარიცხოს და მასობრივი პრივატიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს. იმ შემთხვევაში, თუ ათენი ულტიმატუმის შესრულებაზე უარს იტყვის, საბერძნეთი ევროზონის მიღმა დარჩება. ხანგრძლივი მილაპარაკების შედეგები სავარაუდოდ ერთ საათში სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.