ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გაიოზ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურშიც ადასტურებენ. 
როგორც უწყებაში აცხადებენ მინისტრის მოადგილემ განცხადება 9 ივლისს დაწერა და მას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.  
გაიოზ თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრად 2015 წლის 2 მარტიდან მუშაობდა, მანამდე კი ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო.