სამაშველო ოპერაცია კოლორადოში კურიოზით დასრულდა. გიგანტური დათვი ადგილობრივ საუნივერსიტეტო დასახლებაში ხეზე ავიდა და უკან ჩამოსვლა ვეღარ შეძლო. ხეზე ის 4 საათი იმყოფებოდა. სტუდენტებმა დასახმარებლად პოლიციას მიმართეს, შემდეგ კი საქმეში მაშველები ჩაერთვნენ. საბოლოოდ ცხოველი ტრანქვილიზერით დააძინეს. ხიდან ჩამოვარდნილი დათვი მისთვის დაფენილ ლეიბზე უნდა დაცემულიყო, თუმცა ცხოველმა ჩამოვარდნისას ტრაექტორია შეცვალა და მიწაზე დაეცა. სიმაღლის მიუხედავად, მას მძიმე ტრავმები არ მიუღია.