ბავარიის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მანჩესტერ იუნაიტეტში გადავიდა. ამის შესახებ გერმანული კლუბის წარმომადგენელმა კარლ-ჰაინც რუმინიგემ განაცხადა. „ბასტიანმა გვითხრა, რომ უკვე დიდი ხანია ახალ კლუბში გადასვლა სურს. ჩვენ მისი თხოვნა დავაკმაყოფილეთ,“-აღნიშნა რუმინიგემ. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ნახევარმცველში მანჩესტერულმა კლუბმა 21 მილიონი ევრო გადაიხადა. შვაინშტაიგერი ყოველწლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს.