უიმბლდონის ღია პირველობის გამარჯვებული ქალთა შორის სერენა უილიამსი გახდა. ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ესპანელი გარბინა მუგურუსი დაამარცხა. შეხვედრა ამერიკელის გამარჯვებით 6:4, 6:4 დასრულდა. უიმბლდონის ტურნირი უილიამსმა მეექვსედ მოიგო.