ბერლინი ახალი ინიციატივით გამოდის. გერმანული მხარის წინადადებით, საბერძნეთმა ევროზონა დროებით უნდა დატოვოს. 5 წლით ევროზონის დატოვება მიუღებელია ბერძნული მხარისთვის, რომელმაც ევროჯგუფის შეხვედრაზე გერმანული მხარის შეთავაზება არ მიიღო. ბერლინის ინიციატივას არც საფრანგეთი იზიარებს. საბოლოო გადაწყვეტილებას საბერძნეთის საკითხთან დაკავშირებით დღეს ბრიუსელის სამიტზე მიიღებენ.