მოსამართლეთა მე-14 კონფერენციაზე ხმთა უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლედ ლევან თევზაძე აირჩიეს. იგი უფლებამოსილების ამოწურვისთანავე გიორგი შავლიაშვილს შეცვლის.
თევზაძესთან ერთად კენჭს იყრიდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკა გასიტაშვილი.
კონფერენცია, რომელშიც 274 მოსამართლე მონაწილეობს, ასევე დისციპლინური კოლეგიის სამ მოსამართლე უნდა აირჩიოს.