ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი, ზვიად სიჭინავა, აცხადებს, რომ უეფას სუპერთასისთვის თამაშზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ცოცხალი რიგი იქნება და წინასწარი სიების შედგენას მნიშვნელობა არ აქვს.
სიჭინავას განმარტებით, ბილეთების გაყიდვა ხვალ, 9 :00 საათიდან დაიწყება.
„იქნება ცოცხალი რიგი, არანაირ სიებზე ლაპარაკი ჩვენ არ გვქონია. ბილეთები გაიყიდება ხვალ დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე. დამონტაჟდება მონიტორი. თუ რიგი სწრაფად წავა და დარჩება 2 ათასი ბილეთი, მაშინ გავაგრძელებთ გაყიდვას 9 საათის შემდეგ, თუ დარჩება მეტი ბილეთი მაშინ გაყიდება შემდეგ კვირას,“ - აცხადებს ზვიად სიჭინავა.
ვაკის პარკში უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების რიგში ასობით გულშემატკივარი იმყოფება. ვაკის პარკში შექმნილია ჯგუფები და ბილეთების რიგებთან დაკავშირებით თვითორგანიზება ხდება.