კუს ტბაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ლიკა კიკიანი მთავრ პროკურატურაში 8 საათი იკითხებოდა. დაკითხვას მისი ადვოკატი ლევან ვეფხვაძეც ესწრებოდა. როგორც კიკიანი განმარტავს მან დეტალურად აღწერა ის ის გარემოებები, რომელშიც მისი მტკიცებით სამართალდამცველებმა კიკიანს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
კიკიანის თქმით, მან და მისმა ადვოკატმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება.
მისივე თქმით, დაკითხვა მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
შეგახსენებთ, რომ, რამდენიმე დღის წინ, კუს ტბაზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, გამოძიება პროკურატურამ მოხელის მხრიდან უფლებამოსილების ჯგუფურად გადამეტების მუხლით დაიწყო. დანაშაული 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კლუბ “ვიტამინი”-ს მენეჯერს ლიკა კიკიანი, სამართალდამცველებს მის სიტყვიერ და ფიზიკურ შურაცხყოფაში ადანაშაულებს.