შსს რუსთაველის გამზირზე მამაკაცის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებენ, რომ მხოლოდ გასროლა მოხდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს’ უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შეენახვა ტარებას გულისხმობს.
,,რუსთავი-2”-ის ინფორმაციით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მამკაცი დაჭრეს. 25 წლამდე მამაკაცს ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. თუმცა თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ეს ჭრილობა დაზარალებულისთვის ცეცხლსასროლი იარაღით არ მიუყენებიათ.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაჭრილ ახალგაზრდასა და რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა თვითმხილველები მიზეზებს ვერ აკონკრეტებენ.
გავრცელებული ინფორმაციით დაზარალებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.