პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატების სამივლინებო თანხებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ფრაქციების უმრავლესობამ სამივლინებო თანხები უკვე ამოწურადა მათი ვიზიტები, დელეგაციების ფონდებიდან ფინანსდება.
"მივლინებები პარლამენტში დარეგულირებულია სამივლინებო ფონდებით, რომელსც განკარგავენ ფრაქციები, რომელსაც აქვს თავისი პრინციპი და ეს თანხები პროპორციულად ნაწილდება. ამ შემთხვევაში პარლამენტში არის ორი დიდი ფრაქცია, ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ქართული ოცნება”, მათ აქვთ ყველაზე დიდი სამივლინებო თანხა. მინდა ისიც მიგახსენოთ, რომ სამივლინებო ხარჯები უმრავლესმა ფრაქციებმა ამოწურეთ უკვე და დელეგაციების ფონდებიდან ხდება ამ თანხების ანაზღაურება. მითხარით ერთი შემთხვევა ვისაც რაიმე პრობლემა შეგექმნათ მივლინებაზე? გარდა იმ დადგენილი მოთხოვნებისა რაც წერია, რომ უნდა გქონდეს მოწვევა და ეწეროს სად მიდიხარ. რატომ მიდიხარ? - ამ კითხვას არ ვსვამ. ამოიღეთ თქვენი მოთხოვნები და ნახეთ, როდესმე ვინმეს შეგეზღუდათ პარტიული მივლინებით წასვლა”, _აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტში დეპუტატების დღევანდელი გამოსვლით კარგი მაგალითი მიიღო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არასწორად იქცევა როცა ფრაქციის თანხის ამოწურვის შემდეგ, დელეგაციების ფონდიდან აგრძელებს მივლინებებში გაშვებას.
,,მორჩა დაისვა წერტილი, რადგან ასე წარმოაჩენთ ამ ამბავს, რომ თურმე ვინმეს ვზღუდავთ მივლინებებში”, -აღნიშნა უსუფაშვილმა.