სპორტული კომპლექსი „ახალი თბილისი“, სადაც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი გაიმართება, ოფიციალურად გაიხსნა.
სპორტულ კომპლექსი „ახალ თბილისი“ საზეიმოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და „თბილისი 2015" - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნეს.
კომპლექსი ოთხ სპორტულ ობიექტს ერთიანებს: საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი და მძლეოსნობის ახალი სტადიონი. თითოეული არენა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
ტერიტორიაზე მდებარეობს სასტუმრო, რომელიც ქართველ თუ უცხოელ სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, შეკრებები მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში გაიარონ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სულ მალე თბილისი ევროპის 50-მდე ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს და ოლიმპიადის პერიოდში იქცევა სპორტის ევროპულ დედაქალაქად.