გერმანიის პოლიციამ ბავარიაში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელმაც მერსედესის მარკის ავტომანქანიდან უმისამართო სროლა ატეხა. თავდასხმა ტიფენტალის დასახლებულ რაიონში განხორციელდა, რასაც ერთი ქალბატონი ემსხვერპლა. მამაკაცმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლო, მოგვიანებით კი მეზობლად მდებარე ქალაქ რამესდორფში ველოსიპედისს ესროლა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.