რუსეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ფაბიო კაპელოს 2015 წლის ხელფასი მთლიანად დაუფარეს. რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკიტა სიმონიანის განცხადებით, იტალიელ სპეციალისტს ანაზღაურებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია აღარ აქვს. მანამდე კაპელოს ხელფასი რამდენიმე თვით დაუგვიანეს, თუმცა საბოლოოდ დავალიანების დაფარვა საკუთარ თავზე ბიზნესმენმა ალიშერ ოსმანოვმა აიღო. რუსეთის ნაკრებთან იტალიელს კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. კაპელოს წლიური ანაზღაურება 7 მილიონ ევროს შეადგენს.