მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა უხეშობისთვის ბოდიში მოიხადა. ინციდენტი უიმბლდონის ტურნირის მერვედფინალური შეხვედრისას მოხდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირსახოცის მიმწოდებელ გოგონას უყვირა და შემდეგ პირსახოცი სახეში ესროლა. სერბის მხრიდან ეს უხეშობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. აპრილში ენდი მარეისთან წაგების შემდეგ ჯოკოვიჩი ბურთის მიმწოდებელ გოგონას გაუბრაზდა, რისთვისაც ასევე ბოდიში მოიხადა.