ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ორგანიზებით, თბილისში, ორ დღიანი კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე „დემოკრატიის გაძლიერება და ადგილობრივი თვითთმართველობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. ღონისძიების გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ელჩი იანოშ ჰერმანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
კონფერენციის მონაწილეები იმ კვლევის შედეგებზე იმსჯელებენ, რომელიც შეეხება მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოების როლსა და პასუხისმგებლობებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. კონფერენციაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა და ადგილობრივი თვითთმართველობის ინსტიტუციური გაძლიერება.