მოსამართლემ ზურაბ ჟვანიას საქმეზე აშშ-ის ფედერალური ბიუროს დასკვნა მტკიცებულებად არ დაუშვა. ამის შესახებ, „რუსთავი- 2-ს“ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძის ადვოკატმა განუცხადა.
საუბარია დასკვნაზე, რომელიც ადვოკატმა „რუსთავი 2“-სგან მოიპოვა, ტელეკომპანიამ კი, თავის მხრივ, ეს მასალები კონფიდენციალური წყაროსგან მიიღო, როგორც ადვოკატი აცხადებს ეს მასალები არის იმ მასალის ასლი, რაც მთავარ პროკურატურაში არის დაცული.
ბექა ბასილაიას თქმით, მოსამართლემ განაცხადა, რომ ამ დასკვნის ავთენტურობა არ დასტურდება და დედანთან შედარების საფუძველი არ არსებობს.
პროცესი 12 ნაფიცი მსაჯულის მონაწილებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
საქმეს მოსამართლე ეკა არეშიძე განიხილავს. პროცესი დახურულია და მას ჟურნალისტები არ ესწრებიან.