კიევი სავჩენკოსთვის წაყენებულ ახალ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. კიევი რუსული სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულობაში სდებს ბრალს და კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსკოვს, რომ ნადეჟდა სავჩენკოზე ევროპარლამენტის სადეპუტატო იმუნიტეტი ვრცელდება. უკრაინელი მფრინავი ქალი რუსებმა გასული წლის ზაფხულში დაატყვევეს და ბრალი ორი ჟურნალისტის მკვლელობის თანამონაწილეობაში დასდეს, 2 დღის წინ კი მას თანამონაწილეობის მუხლი მკვლელობის მუხლით შეუცვალეს.