პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს შსს და პროკურატურის რეფორამასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ადმინისტრაციის წარმოამდგენლებს საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას გააცნობენ. მესამე სექტორს ორი უწყების რეფორმის საკითხზე მთელი რიგი შენიშვნები აქვს. პროკურატურასთან დაკავშირებით მთავარ პრობელემად მთავარი პროკურორის დანიშვნის წესს ასახელებენ. რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინსიტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას, არასამთავროები მიიჩნევენ, რომ ამით ახალ უწყებას მეტი ძალაუფლება მიეცემა, რაც ადამიანის უფებათა დაცვას ვერ უზრუნველყოფს.