ინციდენტი გაბალას სტადიონზე. აზერბაიჯანელმა ქომაგებმა დინამო გაბალას მატჩის მსვლელობისას გამოფინეს ბანერები “მარნეული, ბოლნისი და რუსთავი აზერბაიჯანია”. საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშაც დაწვეს. დაპირისპირება გაგრძელდა მატჩის დასრულების შემდეგაც. თვითმხილველების თქმით, აზერბაიჯანელმა ფანებმა “დინამოს” გულშემატკივრების ავტობუსს სხვადასხვა ნივთები ესროლეს.