პარლამენტში დღეს ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს ელოდებიან. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიდგომები და ბიუჯეტის ახალი პარამეტრები საქართველოში იგივე პროცესებს გამოიწვევს, რაც საბერძნეთში მოხდა. მათი მტკიცებით, საგადასახადო შემოსავლები იმაზე ნაკებად მცირდება, რასაც ისედაც შემცირებული ეკონომიკური ზრდის პროცენტი ითვალისწინებს. პოზიციის არგუმენტები აბსურდულად მიაჩნიათ უმრავლესობაში.