კლუბ „ვიტამინის“ მენეჯერს, ლიკა კიკიანს თბილისის პროკურატურაში დღეს დაკითხავენ. ის უწყებაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა, თუმცა როგორც კაკიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, მისი თხოვნით დაკითხვის პროცესი დღეისთვის გადაიდო. კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომელი, რომელიც სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს, ინციდენტის ამსახველი სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალას ითხოვს. მანამდე მან ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა და პოლიციელები სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. გოგონას თქმით, ინციდენტი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 ივლისს, გამთენიისას მოხდა. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.