თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება კვლავ ჩიხში შევიდა. ამის შესახებ ირანული სააგენტო “ფარსი” იტყობინება. უთანხმოების მიზეზი თეირანისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით ვაშინგტონის უარყოფითი პოზიცია გახდა. ამავე ინფორმაციით, საერთაშორისო ექვსეულის პოზიცია მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდზე საგრძნობლად გამკაცრდა. ვაშინგტონი თეირანს ატომური ენერგიის გამოყენებას საერთოდ უკრძალავს, რასაც ირანული მხარე არ თანხმდება. წინასწარ შეთანხმებას მხარეებმა აპრილში მიაღწიეს. სანქციების მოხსნის სანაცვლოდ თეირანი ბირთვული პროგრამის შეზრუდვას და ქვეყნიდან ურანის მარაგის გატანას დათანხმდა.