რუსეთი შეერთებული შტატებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაურმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომლის კანდიდატურაც პრეზიდენტმა ობამამ შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურად წარადგინა. დანფორდის თქმით, რუსეთის ქმედებები საერთაშორისო საზოგადოების სერიოზულშეშფოთებას იწვევს. სამხედრო მაღალჩინოსნის აზრით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგება მიზანშეწონილია, რადგანაც სხვაგვარად უკრაინა რუსეთის აგრესიისგან თავს ვერ დაიცავს.