ციპრასის მთავრობა ევროკავშირისა და ფინანსური დონორების ვერდიქტის მოლოდინშია, ათენში კი ევროზონაში დარჩენის მხარდამჭერები აქციებს მართავენ. პარლამენტის წინ შეკრებილმა ათასობით დემონსტრანტმა ხელისუფლებას საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნების შესრულებისა და ეკონომიკური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. პროევროპელები ამჯამად საბერძნეთის მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ. 5 ივლისის რეფერენდუმზე ელექტორატის 60 პროცენტზე მეტმა ხმა დონორთა მოთხოვნების შესრულების წინააღმდეგ მისცა.