როჯერ ფედერერი უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალურ შეხვედრაში შვეიცარიელმა ფრანგი ჟილი სიმონი დაამარცხა. შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა და ფედერერის გამარჯვებით, 6:3, 7:5, 6:2 დასრულდა. ნახევარფინალში შვეიცარიელი პოსპიშილი-მარეის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.