ალჟირში ადგილობრივი მუსლიმანებისა და ბერბერების შეტაკებები მსხვერპლით დასრულდა. დაპირისპირებას 8 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, დამწვარია 10-მდე ავტომანქანა. წინასწარი ვერსიით, დაპირისპირება ბერბერების ტაძარზე მუსლიმთა თავდასხმას მოჰყვა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.